მალაიზიაში უამინდობის გამო კუნძულიდან 90-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია მოხდა
მალაიზიაში, კუნძულ ტიომანიდან უამინდობის გამო 90-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Star ავრცელებს.
მათივე ცნობით, კუნძულზე უკვე რამდენიმე დღეა ცუდი ამინდია და ზღვაშიც დიდი ტალღებია.
ტიომანზე ამ დროისთვის 54 უცხოელი და 11 ადგილობრივი ტურისტი იმყოფება, რომელთა გამოსაყვანადა ქვეყნის მთავრობამ სპეციალური ხომალდი გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ტიომანზე წვიმის სეზონი ოქტომბერში იწყება და მარტამდე გასტანს. ამ პერიოდში ტურისტებს, შესაძლო გართულებების შესახებ, წინასწარ აფრთხილებენ.