მალაიზიაში „კოვიდ-19“-ის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 1 030 ადამიანია დაინფიცირებული, რაც სამხრეთ აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ახალი შემთხვევებიდან 48 ისლამურ შეკრებასთანაა დაკავშირებული, სადაც მონაწილეობას 16 ათასი ადამიანი იღებდა.
შექმნილი მდგომარეობის გამო მალაიზიამ საზღვრები ჩაკეტა. ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი.