მალაიზიაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვეა გამოვლინდა
მალაიზიაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვეა გამოვლინდა

მალაიზიაში „კოვიდ-19“-ის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 1 030 ადამიანია დაინფიცირებული, რაც სამხრეთ აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ახალი შემთხვევებიდან 48 ისლამურ შეკრებასთანაა დაკავშირებული, სადაც მონაწილეობას 16 ათასი ადამიანი იღებდა.

შექმნილი მდგომარეობის გამო მალაიზიამ საზღვრები ჩაკეტა. ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი.