მაკრონი - არსებობს ყველა საფუძველი დავიჯეროთ, რომ სკრიპალის მკვლელობა რუსეთმა სცადა
არსებობს ყველა საფუძველი დავიჯეროთ, რომ სერგეი სკრიპალის მკვლელობა რუსეთმა სცადა – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა რუსეთის ჩარევა დაგმო და ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.
თავის მხრივ, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ბევრი მტკიცებულება სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ვითარებაა და დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გამოვხატოთ სწორი რეაქცია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში 4 მარტს, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში იპოვეს.