მაკგრეგორმა სამაშველო სამსახურს მილიონი დოლარი შესწირა
მაკგრეგორმა სამაშველო სამსახურს მილიონი დოლარი შესწირა

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარულმა სპორტსმენმა, კონორ მაკგრეგორმა სამაშველო სამსახურს ერთი მილიონი დოლარი შესწირა.

ირლანდიელმა მებრძოლმა ერთი წლის წინ ვისკის საკუთარი ბრენდი გამოუშვა. მაკგრეგორმა ბინზნესის წამოწყებისთანავე განაცხადა, რომ შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარდა.

„როცა, ერთი წლის წინ ეს ბიზნესი წამოვიწყეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც უკან დაგვებრუნებინა.

თითოეული ბოთლის გაყიდვიდან ჩვენ 5 დოლარს ვინახავდით და წლის ბოლოს მილიონი დოლარი დაგვიგროვდა, რომელიც სწრაფი რეაგირების სამაშველო სამსახურს გადავურიცხეთ.

ეს არის იქნება ერთჯერადი შემთხვევა და ამიერიდან, ყოველ წელს სამაშველო სამსახურებს მილიონ დოლარს გადავურიცხავთ“, – განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.