აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპონატმა (UFC) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სუპერბრძოლის ჩატარების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 6 ოქტომბერს ლას ვეგასში, NHL-ის კლუბ „ვეგასის“ არენაზე გაიმართება.
მაკგრეგორმა UFC-ში დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ის დაახლოებით წელიწად-ნახევარი ორთაბრძოლებს კანონთან პრობლემების გამო არ ატარებდა.