მაკგრეგორი-ნურმაგომედოვის ბრძოლა 6 ოქტომბერს შედგება
მაკგრეგორი-ნურმაგომედოვის ბრძოლა 6 ოქტომბერს შედგება

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპონატმა (UFC) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ​სუპერბრძოლის ჩატარების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 6 ოქტომბერს ლას ვეგასში, NHL-ის კლუბ „ვეგასის“ არენაზე გაიმართება.

მაკგრეგორმა ​UFC-ში დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ის დაახლოებით წელიწად-ნახევარი ორთაბრძოლებს კანონთან პრობლემების გამო არ ატარებდა.