მაკედონიის პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის საკითხზე დებატების დაწყება კვლავ გადაიდო
მაკედონიის პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის საკითხზე დებატების დაწყება კვლავ გადაიდო

მაკედონიის პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის საკითხზე დებატების დაწყება კვლავ გადაიდო. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის სახელის „ჩრდილოეთ მაკედონიად“ შესაცვლელად 120-წევრიანი პარლამენტის ხმების ორი-მესამედია საჭირო. თუმცა ოპოზიცია საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგია და საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს.

პარლამენტის წინ ქვეყნის სახელის შეცვლის რამდენიმე ასეული მოწინააღმდეგე უკვე ორი დღეა, საპროტესტო აქციას მართვას.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ზორან ზაევის მიერ საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასთან მიღწეული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის 28-წლიან დავას დაასრულებს და სკოპიეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის კარს გაუღებს.

საბერძნეთი ნატო-ში მაკედონიის გაწევრიანებას ბლოკავდა. უთანხმოების საგანი მაკედონიის სახელწოდება იყო. საბერძნეთი სახელწოდების შეცვლას ითხოვდა, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელია.