მაკედონიის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ფორმალურად 18 ოქტომბერს დაიწყება
მაკედონიის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ფორმალურად 18 ოქტომბერს დაიწყება

მაკედონიის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ფორმალურად 18 ოქტომბერს დაიწყება.

ბრიუსელში ჩავა მაკედონიის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა-იანკოვსკა.

როგორც NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ორდღიანი მოლაპარაკებები ალიანსის წევრობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო და საკანონმდებლო საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ათენსა და ტირანას შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევა და ორი ქვეყნის პარლამენტი მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდების ცვლილებას დაამტკიცებს.