მაკედონიამ რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა
რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით მაკედონიამ კანონპროექტი მოამზადა. მაკედონიის პრემიერ-მინისტრის, ზორან ზაევის განცხადებით, საბერძნეთთან მოლაპარაკებებში აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ღირსება და იდენტობაა.
ზაევი იმედოვნებს, რომ შეთანხმების რატიფიცირებას საბოლოოდ ორივე ქვეყნის პარლამენტი მოახდენს. მოლაპარაკებებში შუამავლის როლს გაერო ასრულებს.
რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოება მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში ხელს უშლის. საბერძნეთი მეზობელი სახელმწიფოსგან სახელის შეცვლას ითხოვს, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა.