მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში დღეს არის ერთი გამოჯანმრთელება და არც ერთი ახალი დადასტურებული პაციენტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა
მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში დღეს არის ერთი გამოჯანმრთელება და არც ერთი ახალი დადასტურებული პაციენტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა

ყველასთვის სასურველია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და ახალი კორონავირუსის  პანდემიის დასასრულის თარიღი, რომელსაც ისინი ასახელებენ, სიმართლე იყოს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97-პროცენტიანი ალბათობით 2020 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რიცხვები ბევრ რამეზე მიუთითებს.

„ჩვენ ყოველთვის კომპეტენტური ვართ ჩვენი კლინიკის ფარგლებში და დანარჩენ კვლევებზე შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სურვილია, ეს სიმართლე იყოს. რიცხვები ბევრ რამეს გვიჩვენებს. დღეს მაგალითად, გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება და არც ერთი დადასტურებული პაციენტი. ბოლო დღეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა ასეთი, ამიტომ გვაქვს საფუძველი, ვენდოთ კვლევებს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.