მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი გვყავს, როგორც ვიცი, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მისი მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არის გადმოყვანილი.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დადასტურებულო აქვს 45 პირს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია შვიდი.
კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. მდგომარეობა საყურადღებოა და მიმდინარეობს გამოკვლევები, ასევე მკურნალობა. საყურადღებოა კიდევ ოთხი პაციენტის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.