მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი მოქალაქეების არჩევანია, ამ ურთიერთობებში რუსეთის ჩარევა მიუღებელია
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სრული უფლება აქვს საგარეო კურსი აირჩიოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ეს საქართველოსა და მოქალაქეების არჩევანია, რომელიც ნატო-საქართველოს და საქართველო-ევროკავშირს შეეხება.
„რუსეთი არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, შესაბამისად ამ ურთიერთობებში რუსეთის ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.