მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ვერ შეძლებს თანამშრომლობას 3+3-ის ფორმატში, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ვერ შეძლებს თანამშრომლობას 3+3-ის ფორმატში, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა

ბოლო პერიოდში ვხედავთ საქართველოს აქტიურობას რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად მოწადინებულია და ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის ხელშესაწყობად.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 3+3 ფორმატში მონაწილეობას საქართველო ვერ შეძლებს, რადგან ამ ფორმატში ჩართულია რუსეთი.

„რაც შეეხება 3+3 ფორმატს ჩვენ პოზიცია არაერთხელ გავაჟღერეთ. საქართველო ვერ შეძლებს იმ ფორმატებში თანამშრომლობას, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა. თუმცა სხვა პროექტებში და სხვა ინიციატივებში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება, სად შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა რუსეთთან ერთად საქართველო ვერ იქნება, გარდა უკვე არსებული ფორმატებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სხვა ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.