მაკა ბოჭორიშვილი - სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად არის ჩართული, ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აქტივობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად ჩართული.
„სალომე ზურაბიშვილი არის, ჩვეულებრივად, წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად ჩართული და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საარჩევნო კამპანია აქტიური იყოს. ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აქტივობა საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი – საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.
„გაბრაზებულები ხართ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე, მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი, მე ვარ თქვენ გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.