მაკა ბოჭორიშვილი – სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად არის ჩართული, ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აქტივობა 

22:02, 28.05.2024

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად ჩართული.

„სალომე ზურაბიშვილი არის, ჩვეულებრივად, წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად ჩართული და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საარჩევნო კამპანია აქტიური იყოს. ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აქტივობა საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი – საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.

„გაბრაზებულები ხართ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე, მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი, მე ვარ თქვენ გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი