მაკა ბოჭორიშვილი - პატიმრების მდგომარეობაზე ზრუნავენ შესაბამისი უწყებები, მათი გადასაწყვეტია, ვინ სად მოიხდის სასჯელს, თუმცა სააკაშვილმა თავადაც აქცია საკუთარი თავი პოლიტიკური თამაშების ობიექტად
მაკა ბოჭორიშვილი - პატიმრების მდგომარეობაზე ზრუნავენ შესაბამისი უწყებები, მათი გადასაწყვეტია, ვინ სად მოიხდის სასჯელს, თუმცა სააკაშვილმა თავადაც აქცია საკუთარი თავი პოლიტიკური თამაშების ობიექტად

პატიმრების უფლებებსა და მდგომარეობაზე ზრუნავენ შესაბამისი უწყებები, მათი გადასაწყვეტია ვინ სად იქნება, სასჯელს სად მოიხდის, თუმცა სააკაშვილმა თავადაც აქცია საკუთარი თავი პოლიტიკური თამაშების ობიექტად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ გახარია სააკაშვილს, როგორც პოლიტიკური თამაშების ობიექტს, ისე გამოიყენებს.

„ცოტა გაურკვეველია, ეს პოლიტიკური პარტიები რაზე დგანან, რა მიზნები აქვთ, ძალიან ქაოტურები არიან. რასაც დაინახავენ, ყველაფერს იყენებენ, ოღონდ, არანაირი თანმიმდევრულობა არ აქვთ. მათი შედეგები რეიტინგებში აისახება. ახლაც მათი არჩევანია, სააკაშვილი პოლიტიკური თამაშის ობიექტად გამოიყენონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.