მაკა ბოჭორიშვილი - მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ, როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში კანონმდებელი დასანქცირდეს კანონისთვის ხმის მიცემისთვის?
მაკა ბოჭორიშვილი - მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ, როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში კანონმდებელი დასანქცირდეს კანონისთვის ხმის მიცემისთვის?

მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ, როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში კანონმდებელი დასანქცირდეს კანონისთვის ხმის მიცემისთვის? – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცნაურია, რატომ საუბრობენ კანონმდებლის ოჯახის წევრების დასჯაზე.

„მეგობრები სანქციების ენით არ საუბრობენ. როგორ შეიძლება, მეგობრებისგან სანქციებს ელოდო? როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში კანონმდებელი დასანქცირდეს კანონისთვის ხმის მიცემისთვის? ასეთი დემოკრატია არ გამიგია. ხატია დეკანოიძე რატომ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პირით, ეს უცნაურია. საუბრობენ ოჯახის წევრების დასჯაზე რაღაც დანაშაულისთვის, რომელიც თურმე კანონმდებელს ჩაუდენია კანონის მიღებით. იმ კანონის მიღებით, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია. ეს ყველაფერი აბსურდის თეატრში ტრიალს ჰგავს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.