მაკა ბოჭორიშვილი - გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა ვერც სახელწოდებებზე და ახლა კი - პარტიულ კუთვნილებაზე
მაკა ბოჭორიშვილი - გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა ვერც სახელწოდებებზე და ახლა კი - პარტიულ კუთვნილებაზე

გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა სახელწოდებებზე და ახლა – პარტიულ კუთვნილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობაზე ითქმის, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, შესაბამისად, შედეგიც ვერ შეიცვლება“.

„ზოგადად, გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია და ვერ ჩამოყალიბდა ჯერ ვერც სახელწოდებებზე, ახლა – პარტიულ კუთვნილებაზე. მათთვის არანაირ სასიკეთო ცვლილებას არ ველოდები. ამომრჩეველს უნდა ვკითხოთ, მათი ერთობა მათთვის რამდენად დამაჯერებელია, რადგან, რასაც წლების განმავლობაში ვუყურებთ, ეს ადამიანები საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დაზიანებაში ერთიანდებიან. არ მგონია, ამას ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. რთულია ვაშაძის ნაბიჯების ახსნა, რა მიზანი აქვს, სიაში მოხვედრა თუ პარლამენტში, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.