მაკა ბოჭორიშვილი - ბულინგი ჩვენზე არ მოქმედებს, ვიღაცის მოგონილია „რუსული კანონი“, რომელზეც ვერავინ თქვა, რატომ არის რუსული და ეს გახდა ბულინგის საფუძველი, რაც ჩემთვის სასაცილოა
მაკა ბოჭორიშვილი - ბულინგი ჩვენზე არ მოქმედებს, ვიღაცის მოგონილია „რუსული კანონი“, რომელზეც ვერავინ თქვა, რატომ არის რუსული და ეს გახდა ბულინგის საფუძველი, რაც ჩემთვის სასაცილოა

ვიღაცის მოგონილია „რუსული კანონი“, რომელზეც ვერავინ თქვა, რატომ არის რუსული და ეს გახდა ბულინგის საფუძველი, რაც ჩემთვის სასაცილოა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ბულინგი მმართველ გუნდზე არ მოქმედებს.

„ეს არის სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩათრეულია საზოგადოების ნაწილი. ეს კამპანია დაგეგმილი, მართულია და მას ახორციელებენ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული მიზნებით. ბულინგი ჩვენზე არ მოქმედებს და ეს აბსურდია. ვერც იმოქმედებს, რადგან გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გაცნობიერებული, რას ვაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა იყოს სტაბილური, მშვიდობიანი და საკუთარი განვითარებით შეძლოს ზუსტად ევროკავშირამდე მისვლა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, კანონი რას ემსახურება – ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიის განმტკიცებას, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაპირობაა. შესაბამისად, ვიღაცის მოგონილია „რუსული კანონი“, რომელიც ვერავინ ვერ თქვა, რატომ არის რუსული და ეს გახდა ბულინგის საფუძველი, რაც ჩემთვის სასაცილოა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.