მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელი არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების და არა საქართველოს საშინაო პოლიტიკის ადგილი, ოპოზიციას არ აქვს გაცნობიერებული, სად არის დემოკრატიის წყარო
მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელი არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების და არა საქართველოს საშინაო პოლიტიკის ადგილი, ოპოზიციას არ აქვს გაცნობიერებული, სად არის დემოკრატიის წყარო

ბრიუსელი არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების და არა საქართველოს საშინაო პოლიტიკის ადგილი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელში ხელმოწერილი დეკლარაცია არის დემონსტრირება, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს აღქმა, რა არის არჩევნები, რა არის ქართველი ხალხის ნება, რას ნიშნავს დემოკრატია და სად არის ამ დემოკრატიის წყარო.

„საქართველოში დემოკრატიის წყარო და საფუძველია ქართველი ხალხი. ბრიუსელი არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ადგილი და არა ქართული დემოკრატიის და საქართველოს საშინაო პოლიტიკის ადგილი. აქედან გამომდინარე, რაღაც პერფორმანსები მიანიშნებს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გაცნობიერებული, რა არის დემოკრატია და სად არის დემოკრატიის საფუძვლები“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩმა – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 25 ივნისს, ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.