მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების დინამიკაზე და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების გამოწვევებს საქართველოსა და რეგიონში.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

ავსტრიულმა მხარემ მხარდაჭერა გამოთქვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი და ყურადღება გაამახვილა გაფართოებისთვის საჭირო რეფორმებზე, თანმდევ გამოწვევებსა და შიდა პოლიტიკურ პერსპექტივებზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.