მაკა ბოჭორიშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, სადაც აისახა გზავნილები, რაც იყო და არის საქართველოს ინტერესებში
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროკავშირის ლიდერებთან პირველად იყო შესაძლებლობა, ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით არსებულ ამბიციურ გეგმებზე ესაუბრათ.
ბოჭორიშვილის თქმით, სამიტის დეკლარაცია არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, სადაც აისახა ის გზავნილები, რაც იყო და არის საქართველოს ინტერესებში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ასეთი მასშტაბით და ინტენსივობით ასოცირებულ პარტნიორებზე ფოკუსირება არასდროს მომხდარა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ასოცირებულ პარტნიორებზე და შემდგომ ურთიერთობებზე, რაც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ასოცირებულ ქვეყნებთან. საუბარია უკრაინა, საქართველო, მოლდოვაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დეკლარაცია ეხმაურება იმ უსაფრთხოებას, რაც არის რეგიონში. კერძოდ, საქართველო, უკრაინა, მოლდოვის ტერიტორიულ დარღვევაზე რუსეთის მხრიდან და საუბარია გაზრდილ თანამშრომლობაზე ჩვენი მედეგობის გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.