მაისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 156.5 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის მაისში საქართველოში 87 336 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 156.5 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 51 389 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 52 688, საზღვაო გზით – 448 და სარკინიგზო გზით – 230.
რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის მაისში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 21 855 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 37.8 პროცენტი; უკრაინა – 11 533 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1049.9 პროცენტი; ისრაელი – 11 244 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 24 886.7 პროცენტი; რუსეთი – 10 818 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 186.4 პროცენტი; სომხეთი – 9 863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 9 537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 387.6 პროცენტი; აზერბაიჯანი – 5 704 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 74.1 პროცენტი; ყაზახეთი – 4 664 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 147.1 პროცენტი;
უზბეკეთი – 2 528 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 690.0 პროცენტი; ბელარუსი – 2 349 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 216.2 პროცენტი; ინდოეთი – 1 496 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 13 500.0 პროცენტი; აშშ – 1 167 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 664.5 პროცენტი;
ირანი – 1 141 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 401.3 პროცენტი; პოლონეთი – 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 10 362.5 პროცენტი; გერმანია – 745 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 2 028.6 პროცენტი.