სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.