მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5 პროცენტით შემცირდა
მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.