ბოლო მონაცემებით, ქალაქ ლუისტონში მომხდარი თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა
ბოლო მონაცემებით, მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მომხდარი თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. განახლებულ მონაცემებს შტატის გუბერნატორი ჯანეტ მილსი ავრცელებს.
თავდამსხმელის ძებნა მიმდინარეობს. პოლიცია 40 წლის რობერტ ქარდს ეძებს, რომელმაც ადგილობრივ ბოულინგის კლუბში უმისამართო ცეცხლი გახსნა.
სამართალდამცველების ცნობით, რობერტ ქარდი თავდასხმამდე ორი კვირით ადრე მკურნალობას ფსიქიკური პრობლემების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა. ის იარაღის ინსტრუქტორი და აშშ-ის არმიის რეზერვისტია.
გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა პატივსაცემად პრეზიდენტმა ბაიდენმა მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დროშების დაშვების განკარგულება გასცა.