„მაიკროსოფტის“ გლობალურმა გათიშვამ ქაოსი გამოიწვია - გაუქმებულია ავიარეისები, ვერ მაუწყებლობენ არხები, გათიშულია სალაროაპარატები
კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი გამოიწვია.
ავსტრალიასა და ამერიკაში გაუქმებულია ავიარეისები, სუპერმარკეტებში გათიშულია სალაროაპარატები, ვერ მაუწყებლობენ არხები. ამასთან, დაზარალდნენ უმსხვილესი ბანკები.
პროგრამული გათიშვა შეეხო ლონდონის საფონდო ბირჟასაც. ალასკის შტატში პრობლემები შეექმნა საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
კომპანია „მაიკროსოფტის“ განცხადებით, „ისინი იკვლევენ პრობლემას, რამაც მომხმარებლებს სხვადასხვა პროგრამასა და სერვისთან წვდომა შეუზღუდა“.