„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის, ისრაელისა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს საფრთხეს უქმნიან
„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის, ისრაელისა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს საფრთხეს უქმნიან

კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის, ისრაელისა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს ივლისიდან დღემდე საფრთხეს უქმნიან.

„მაიკროსოფტის“ ცნობით, კიბერდამნაშავეები დაინტერესებულები არიან საფრენი აპარატების, თანამგზავრებისა და საკომუნიკაციო სისტემების ტექნოლოგიებით.

კომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელთა უმეტესობა თავიდან იქნა არიდებული, მაგრამ ჰაკერებმა 20 ორგანიზაციის პაროლების ხელში ჩაგდება მოახერხეს.

„მაიკროსოფტის“ განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბიზნესის განმახორციელებელი რამდენიმე გადამზიდი და სატვირთო კომპანიის სისტემები აგრეთვე გატეხვის საფრთხის ქვეშ იყო.

„მაიკროსოფტში“ მიიჩნევენ, რომ ირანი ცდილობს მოიპოვოს კომერციული სატელიტური ფოტოსურათები და მიწოდების გეგმები, რათა მისი განვითარებადი საკომუნიკაციო სისტემების ნაკლოვანებების კომპენსაცია მოახდინოს.