მაიკლ უოლფი - ტრამპს თეთრი სახლის თანამშრომლები „დიდ ბავშვს“ უწოდებენ
სკანდალური დოკუმენტური პროზაული ნაწარმოების „ცეცხლი და მძვინვარება – ტრამპის თეთრი სახლი“ ავტორი მაიკლ უოლფი ამბობს, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის თანამშრომლები დიდ ბავშვად მიიჩნევენ.
„ტრამპი ყველასთვის დიდ ბავშვად აღიქმება, რომელიც ყველასგან მუდამ მადლობას ელოდება“, – განაცხადა უოლფმა.
წიგნი 200-მდე ინტერვიუს აერთიანებს და ტრამპის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს ააშკარავებს. დასავლურ მედიაში ჟურნალისტისა და ესეისტის, მაიკლ უოლფის წიგნს „ცეცხლი და მძვინვარება“ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ფატალური შედეგის მომტანი უწოდეს.
დონალდ ტრამპმა უოლფი სიცრუეში დაადანაშაულა. პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბევრი ფაქტი დამახინჯებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
უოლფის ნაწარმოები ფაბრიკაციად და სიცრუის ტირაჟირებად შეაფასა გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმაც.