დონალდ ტრამპი - მაიკლ უოლფი ფსიქიკურად დაავადებულია
დონალდ ტრამპი - მაიკლ უოლფი ფსიქიკურად დაავადებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი მაიკლ უოლფი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პრეზიდენტმა მას ამჯერად ფსიქიკურად დაავადებული უწოდა. განცხადება ტრამპა ტრადიციულად მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშულებით გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას გვაწვდიან. ისინი შეცდომის გამოსწორებასაც კი არ ცდილობენ. რეკლამირებას უწევენ ფსიქიკურად დაავადებული ავტორის წიგნს, რომელიც ცრუ ინფორმაციით არის სავსე. წამყვანი ტელეკომპანიები ჭკუიდან გადავიდნენ იმის გამო, რომ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

მაიკლ უოლფის წიგნი „ცეცხლი და მძვინვარება – ტრამპის თეთრი სახლი“ გაყიდვაში 9 იანვარს გამოვიდა და ის ბესთსელერი გახდა. წიგნი 200-მდე ინტერვიუს აერთიანებს და მასში აქამდე უცნობი ფაქტებია მოყვანილი. მაგალითად, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას არ განიხილავდა, მისი რამდენიმე მრჩეველი კი შეშფოთებული იყო ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობით. თეთრ სახლში კატეგორიულად უარყოფენ წიგნში გაჟღერებულ ვერსიებს. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ უოლფის წიგნი სავსეა ცრუ ინფორმაციით.