დონალდ ტრამპი - უოლფის წიგნი სავსეა დამახინჯებული ფაქტებით
დონალდ ტრამპი - უოლფის წიგნი სავსეა დამახინჯებული ფაქტებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჟურნალისტ მაიკლ უოლფის მიერ დაწერილ წიგნში „ცეცხლი და მძვინვარება“ თეთრი სახლი „სავსეა სიცრუით და მასში ფაქტები დამახინჯებულია“.

„არასოდეს მისაუბრია მასთან წიგნზე. ის სავსეა დამახინჯებული ფაქტებით და ეყრდნობა წყაროებს, რომლებიც არ არსებობს“, – დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე.

ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ მან არა ერთხელ უთხრა უარი უოლფს თეთრ სახლში ვიზიტზე.

გამოცემა The Guardian-მა წიგნიდან რამდენიმე ეპიზოდი გაასაჯაროვა. მაიკლ უოლფი აქამდე უცნობ ფაქტებზე წერს, რომელიც მან ანონიმური წყაროებისა და ტრამპის გარემოცვის წევრების საშუალებით მოიპოვა.

დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები 200 ინტერვიუს აერთიანებს.