მაიკლ კარპენტერი - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თავდაცვის საკითხებში მრჩეველმა, მაიკლ კარპენტერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისისთვის აღმაფრთოვანებელი მზადყოფნა აჩვენა და ახლა უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და მიიღოს საკონსტიტუციო რეფორმები. ქართული დემოკრატია ძლიერია და ოქტომბერში კონკურენტული არჩევნებით სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.