მაიკ პომპეო - ყირიმსა და აზოვის ზღვაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრები მოსკოვის წინააღმდეგ ახალ ზომებს გამოაცხადებენ
მაიკ პომპეო - ყირიმსა და აზოვის ზღვაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრები მოსკოვის წინააღმდეგ ახალ ზომებს გამოაცხადებენ

ყირიმსა და აზოვის ზღვაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრები მომდევნო კვირაში მოსკოვის წინააღმდეგ ახალ ზომებს გამოაცხადებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, ალიანსის წევრებმა მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის ქმედებების გასანეიტრალებლად.

პომპეოს განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ ყირიმის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ საკმარის აკეთებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკის იმგვარად წარმოებას გეგმავს, რომ საბოლოო ჯამში ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს. მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში 2004 წლიდან ერეოდა.