მაიკ პომპეო - ვიმედოვნებ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება მნიშვნელოვან პროგრესს 2020 წლამდე მიაღწევს
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება მნიშვნელოვან პროგრესს 2020 წლამდე მიაღწევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს განაცხადა. დიპლომატმა დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო, თუმცა ვაშინგტონს დიდი იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ ფხენიანი კორეის ბირთვული განიარაღების სიღრმისეული შემოწმების აუცილებლობას კარგად აღიქვამს.
მაიკ პომპეოს პროგნოზი დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.