ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის პრეზიდენტი აშშ-ში მრავალდღიანი უცხოური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც უკვე სტუმრობდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სარგსიანმა არაერთი შეხვედრა გამართა კონგრესში, ასევე მონაწილეობა მიიღო ფესტივალში, რომელიც სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.