მაიკ პომპეო - საქართველოში ნაყოფიერი საუბარი მქონდა კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების მყარი საფუძველი
მაიკ პომპეო - საქართველოში ნაყოფიერი საუბარი მქონდა კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების მყარი საფუძველი

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა, მიკრობლო ტვიტერში განცხადებას ავრცელებს.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი ჩვენი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების“, – წერს პომპეო.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან  შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.