მაიკ პომპეო - რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობა წარუმატებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, დონალდ ტრამპის მცდელობა გაეუმჯობესებინა რუსეთთან ურთიერთობები, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება პომპეომ NBС-თან ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, აშშ თანამშრომლობს რუსეთთან სხვადასხვა სფეროში, სადაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები ემთხვევა, თუმცა აშშ-ისა და რუსეთის ღირებულებები არსებითად განსხვავებულია.
„რუსეთთან თანამშრომლობა უსარგებლო იყო უკრაინის საკითხზე, ასევე სირიის საკითხზე და ეს ყველამ დაინახა. ამ კვირაში ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ. ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც მიმართულია რუსეთის სამხედრო აქტივობის შეზღუდვისკენ მსოფლიოში. პრეზიდენტი ტრამპი შეეცადა გაეუმჯობესებინა რუსეთთან ურთიერთობები, თუმცა ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის მაინც“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე დღის წინ გაამკაცრა. „ე.წ. შავ სიაში.33 რუსული კომპანია დაემატა. ასევე სანქციები ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ. ვაშინგტონში ამის მიზეზად პეკინის მიერ რუსული გამანადგურებლებისა და საზენიტო კომპლექსების შეძენა დაასახლეს.