მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ტოკიოს ესტუმრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან და სხვა იაპონელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გამართავს. საუბრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეა და ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბირთვული განიარაღების პროცესი იქნება.
იაპონიაში ვიზიტის დასრულდების შემდეგ კი მაიკ პომპეო ფხენიანს ეწვევა. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის მთავარი მიზანია, დარწმუნდეს, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობს თითოეული მხარე.
სახელმწიფო მდივანს ასევე იმედი აქვს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და დონალდ ტრამპს შორის მეორე სამიტის თარიღსა და ლოკაციაზე შეთანხმდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა მთავარი მოკავშირეები, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მაინც აქტიურად აწარმოებენ.