მაიკ პომპეო - ნატო აგრძელებს ახალი წევრების დამატებას და მივესალმებით არაწევრი ქვეყნების მისწრაფებებს
მაიკ პომპეო - ნატო აგრძელებს ახალი წევრების დამატებას და მივესალმებით არაწევრი ქვეყნების მისწრაფებებს

ნატო აგრძელებს ახალი წევრების დამატებას და მივესალმებით არაწევრი ქვეყნების მისწრაფებებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მსგავსი მიღწევები არც ერთ სამხედრო ალიანსს არ აქვს, თუმცა ნატო ახალი საფრთხეების მიმართ უნდა ადაპტირდეს, როგორიცაა რუსეთის აგრესია, უკონტროლო იმიგრაცია, კობერთავდასხმების საფრთხე ენერგო უსაფრთხოების მიმართ და ჩინეთის სტრატეგიული კონკურენცია, მათ შორის მეხუთე თაობის ტექნოლოგია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაარწმუნოს თავისი მოსახლეობა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდა აუცილებელია.