მაიკ პომპეო - იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა
იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკის ფაქტს.
„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა განმარტოს, რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყვია“, – წერს მაიკ პომპეო „ტვიტერზე“.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.