აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. მაიკ პომპეოს ფხენიანში სახელმწიფოს ლიდერი კიმ ჩენ ინი უმასპინძლებს. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის რიგით მეორე სამიტის მომზადებაა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა უნდა შედგეს.
პომპეო ფხენიანში კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების სამოქმედო გეგმას განიხილავს. მხარეებს შორის ამ საკითხზე უთანხმოება არსებობს. ვაშინგტონი მოუწოდებს ფხენიანს, წინაპირობების გარეშე თქვას უარი ბირთვულ იარაღზე. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა კი სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებას ითხოვს.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად 12 სექტემბერს სინგაპურში შეხვდნენ ერთმანეთს.