მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებებს გამართავს
მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა არ იგეგემება.

2017-2018 წლების განმავლობაში აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ფხენიანში სამჯერ იმყოფებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბოლო ექვს თვეში იმაზე მეტი დისკუსია იყო, ვიდრე ბოლო 10 წელიწადში. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად სტივ ბიგენი დანიშნა.

პომპეოს თქმით, ბიგენი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკებებსა და სხვა დიპლომატიურ ძალისხმევას უხელმძღვანელებს.