მაიკ პომპეო - აშშ ირანის რეჟიმზე უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას მოახდენს
ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Hertiage Faundation-ში გამოსვლისასა გააკეთა.
პომპეოს თქმით, მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა, „ირანს ეკონომიკის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს როგორც რეგიონულ მოკავშირეებთან, ისე პენტაგონთან, რათა ირანის ნებისმიერი აგრესია შეაკავოს.
მაიკ პომპეომ დაასახლეა ის 12 მთავრი მოთხოვნა, რომლის დაკმყოფილებაც ირანს მოუწევს, თუ ახალი შეთანხმების გაფორმება სურს. მათ შორის არის ირანის სამხედრო შენაერთების გაყვანა სირიიდან და იემენში მეამბოხეების მხარდაჭერის შეწყვეტა. მისივე თქმით, სანქციები მხოლოდ მაშინ შემსუბუქდება, როდესაც ვაშინგტონი ირანის პოლიტიკაში რეალურ ცვლილებებს დაინახავს.
“ჩვენ უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას მოვახდენთ ირანის რეჟიმზე, ირანს არასდროს ექნება კარტ-ბლანში, რათა ახლო აღმოსავლეთში დომინანტი იყოს”, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა.