მაიკ პომპეო - აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების უსასრულოდ გაგრძელებას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების უსასრულოდ გაგრძელებას არ აპირებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლის დროს განაცხადა. პომპეომ აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ფხენიანთან დაკავშირებით დიპლომატიას მოთმინებით ატარებს, რათა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების სისწორეში ბოლომდე დაარწმუნოს, თუმცა აშშ მოლაპარაკებებს უსასრულოდ ვერ გააგრძელებს.
ამასთან, დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში ვაშინგტონმა პროგრესს უკვე მიაღწია.
მაიკ პომპეო კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებებისთვის 5-7 ივლისს ფხენიანს ესტუმრა. მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შედგა. 12 ივლისს გამართულ ისტორიულ სამიტზე ლიდერებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.