მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რესპუბლიკურ პარტიას წარმატების მიღწევა ღმერთის რწმენაზე ფოკუსირებით შეუძლია, როგორც ამას აშშ-ის უდიდესი ლიდერები აკეთებდნენ
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რესპუბლიკურ პარტიას წარმატების მიღწევა ღმერთის რწმენაზე ფოკუსირებით შეუძლია, როგორც ამას აშშ-ის უდიდესი ლიდერები აკეთებდნენ.
აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატორი, მაიკ პომპეო რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოვიდა, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა, რა დროსაც პარტიის მომავალზე გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ღმერთის რწმენა მის პირად ცხოვრებაში ძლიერების წყარო იყო და რწმენის გარეშე ხელმძღვანელობა უზომოდ რთულია.
პომპეომ ისაუბრა ჯორჯ ვაშინგტონის და რონალდ რეიგანის რწმენაზე, როდესაც ისინი უდიდესი გამოწვევების წინაშე იყვნენ.
„ამერიკის დასაბრუნებლად, ფაქტობრივად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საშუალებები, ვიდრე ჩვენი ეკლესიები, ჩვენი სინაგოგები, მეჩეთები და ტაძრები, რომლებიც აშშ-ს ამშვენებს. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საჭიროება – არც ერთი, ვიდრე მათი ხმების მოსმენა, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ზნეობრივ ბირთვს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში კონსერვატიზმი უნდა აღდგეს და მოტეხილობების განკურნების ერთადერთი გზა არის ღმერთის ურთიერთობის გაგება ინდივიდთან და კოლექტივთან.