მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია
ამერიკის შეერთებული შტატები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლების მიმართ პოზიციას ცვლის და მიაჩნია, რომ ამ დასახლების არსებობა კანონიერია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
პომპეოს თქმით, დასავლეთ სანაპიროს სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
„ჩვენ დიდი ხანი ვიკავებდით თავს ამ ქმედებისგან და ამან არ გაამართლა. დღეს ვაღიარეთ რეალიები, რომლებიც ადგილზე არსებობს, რომ დასახლება არ არის არაკანონიერი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.