მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონის გადაყენების შემდეგ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები არ იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონის გადაყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები არ იქნება.
„ეს იყო პრეზიდენტის პოლიტიკა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბერს მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.