ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, არც ვიცე-პრეზიდენტსა და არც პრეზიდენტს დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ.
ვიცე-პრეზიდენტის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედეს.