მაიკ პენსის ოფისის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

15:16, 21.03.2020

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, არც ვიცე-პრეზიდენტსა და არც პრეზიდენტს დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ.

ვიცე-პრეზიდენტის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედეს.

მსგავსი